შესადარის ქვეყნებს შორის საქართველოში ექიმების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და 2021 წელს 1,000 მოსახლეზე 6.1-ს მიაღწია, რაც OECD-ს საშუალოზე ორჯერ მეტია, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„ამასთანავე, აღსანიშნავია ექთნების სიმცირე, რომელთა რაოდენობაც თითო ექიმზე ერთს უდრის, როცა ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2-დან 5-მდე მერყეობს.
აღნიშნული ტრენდი, სავარაუდოა, რომ გაგრძელდება განათლების სისტემაში სამედიცინო პროგრამებზე მზარდი, ხოლო საექთნო კურსებზე მცირე მოთხოვნიდან გამომდინარე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი