დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეიდან 800-ზე მეტი მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან 800-ზე მეტი მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება - ირაკლი ღარიბაშვილი

15-02-2023 16:04:37

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.

„როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების სისტემა ამოქმედდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები