ჰოსპიტალში თანამშრომელი ქალებისთვის 27 ოქტომბერს ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც ძუძუს კიბოს სიმპტომების, მათი ამოცნობის, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამის შესახებ იყო საუბარი. ყურადღება გამახვილდა ადრეული დიაგნოსტიკის, მის შედეგად გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებლისა და სტატისტიკის საკითხებზე. „ევექსი ჰოსპიტლების“, „ევექსი კლინიკების“, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისა“ (GHG) და „მეგალაბის“ თანამშრომელი ქალებისთვის საკუთარი ემოციური ისტორიები გააზიარეს იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ძუძუს კიბო უკვე დაამარცხეს.
კავკასიის მედიცინის ცენტრი მიჰყვება მსოფლიო იმ ტენდენციასაც, რომლის მიხედვითაც „ვარდისფერი ოქტომბრის“ თვის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ყველა ქვეყანაში ვარდისფერი სიმბოლოებით არის დატვირთული. სპეციალურად ამ კამპანიისთვის, ჰოსპიტალი 27-28 ოქტომბერს ვარდისფრად განათდა, რითაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება ქალების მიმართ, ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით, მიიღონ შესაბამისი ზომები და პერიოდულად ჩაიტარონ პრევენციული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი გახსნის დღიდან აქტიურადაა ჩართული ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და პაციენტებს დაავადების პრევენციისა თუ მისი მკურნალობის კომპლექსურ გზას სთავაზობს.
უახლესი
3 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა15 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები