დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა - შიდსის ცენტრი

საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა - შიდსის ცენტრი

24-08-2023 14:42:01

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განმარტავენ, სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10 170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7604 მამაკაცია და 2566 ქალი.

მათივე ცნობით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 985 პაციენტს განუვითარდა, 2 156 პაციენტი გარდაიცვალა.

„31 ივლისის მონაცემებით არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1 301); შემდეგ იმერეთში (1 227); აჭარაში (1 211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში

2023 წელს დარეგისტრირდა - 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს - 139, 2021წ -144, 2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები