სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით ქართველ მეწარმეებს სინგაპურში, აშშ-სა და ჩინეთში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა შეუძლიათ. ამისათვის სააგენტომ საკვებისა და სასმელის სამ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობისთვის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო.
შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე, დაამყარონ კავშირები საერთაშორისო შემსყიდველებთან და გააფართოონ ბიზნესის საზღვრები.
FHA 2025
თარიღი: 8-11 აპრილი
ადგილმდებარეობა: სინგაპური
1,500+ მონაწილე კომპანია | 65,000+ ვიზიტორი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: bit.ly/42cEVsL
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 31 იანვარი
Sial Shanghai 2025
თარიღი: 2025 წლის19-21 მაისი
ადგილმდებარეობა: შანხაი, ჩინეთი
5,000+ მონაწილე კომპანია | 180,000+ ვიზიტორი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/428A3oL
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 31 იანვარი
Summer Fancy Food Show
თარიღი: 2025 წლის 29 ივნისი - 1 ივლისი
ადგილმდებარეობა: ნიუ-იორკი, აშშ
2,400+ მონაწილე კომპანია | 2,900 პროფესიონალი მყიდველი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3BYpQka
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 თებერვალი.
უახლესი
2 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა