დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მგზავრთნაკადი

როგორია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მგზავრთნაკადი

16-01-2025 19:00:00

2024 წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 0,1%-იან კლებას აჩვენებს.

როგორც Business Insider Georgia-ს მიერ  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2024  წელს კომპანია სულ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, საიდანაც 53%-ი მუნიციპალური ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრთნაკადია.

უფრო კონკრეტულად, 2024 წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გატარებული მგზავრთნაკადი ასე გამოიყურება:

მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) -150 432 097 მგზავრი (კლება 1,6%)

M3 კატეგორიის ავტობუსი -169 354 506 მგზავრი (ზრდა 1%)

საბაგირო - 2 352 624 მგზავრი (ზრდა 13,9%)

ხოლო რაც შეეხება 2023 წლის მგზავრთნაკადს, მანდ 322 622 852 მგზავრი შეადგინა, მათ შორის:

მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) -152 940 640 მგზავრი,

M3 კატეგორიის ავტობუსი -167 616 369 მგზავრი,

საბაგირო - 2 065 843 მგზავრი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო"), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე რუსთაველის მიმართულებით

  • 2009 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკის სახით.
  • 2012 წელს კი კომპანიას შემოუერთდა თბილისში მდებარე საბაგირო გზების ინფრასტრუქტურა და ახლად აშენებული რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა.
  • 2018 წელს კომპანიის მართველობაში გადმოვიდა თბილისის პარკინგის სისტემა 32’000-მდე საპარკინგე ადგილით.

კომპანიაში დასაქმებულია 6’492-მდე ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული  
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები