Wizz Air-მა, Airbus-მა, Moeve-მ და შარლერუას აეროპორტმა 16 იანვარს წარმატებით დაასრულეს მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) ტესტირება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ავიაციაში ნახშირბადის ემისიების შემცირებისკენ, რაც დაკავშირებულია Refuel EU-ის კანონმდებლობის ამოქმედებასთან. კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირის აეროპორტებიდან განხორციელებულ ფრენებში უნდა იყოს SAF-ის მინიმალური წილი.
მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი მზადაა გარემოს დაცვის მიზნით შეცვალოს მოგზაურობის ჩვევები, მგზავრებს ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ავიაციის სექტორის მიერ ნახშირბადის ემისიების შემცირების, მათი ინტენსივობისა და სხვა ქმედებების შესახებ. ეს მიგნებები და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის როლები განხილულ იქნა შარლერუაში გამართულ პრეს კონფერენციაზე, სადაც ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას მდგრადი ავიაციის განვითარების პროცესში.
სატესტო პერიოდის განმავლობაში, Wizz Air-მა 50-ზე მეტი რეისი განახორციელა ტრადიციული საავიაციო საწვავისა და მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) ნაზავის გამოყენებით, მასის ბალანსირების მოდელის მიხედვით. ზოგადად, SAF-ს შეუძლია CO2-ის ემისიების შემცირება 90%-მდე, რაც განასხვავებს მას ტრადიციული საავიაციო საწვავისგან. აღნიშნულმა ინიციატივამ დაამტკიცა SAF-ის რეგულარულ ოპერაციებში ჩართვის შესაძლებლობა და გამოავლინა განვითარების საჭიროების მქონე სფეროები, მათ შორის ინფრასტრუქტურული განახლება და ხარჯების ოპტიმიზაცია.
კვლევის შედეგები:
აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს Wizz Air-ის მგზავრებმა. გამოკითხვაში შეფასდა მათი ცოდნა და დამოკიდებულება მდგრადი ავიაციისა და მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) მიმართ. შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ინდუსტრიის აქტორები უნდა გაერთიანდნენ ამ პრობლემის გარშემო.
Wizz Air-ი და მისი პარტნიორები აქტიურად მუშაობენ მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) მასშტაბირებაზე, ხაზგასმით აღნიშნავენ საზოგადოებრივი ცნობიერების გაუმჯობესებისა და ფასებთან დაკავშირებული გამოწვევების მნიშვნელობას.
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორატიული და ESG ოფიცერი:
„სატესტო პროექტის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას მდგრადი ავიაციის განვითარებისადმი. ჩვენ გულითადად ვუხდით მადლობას ჩვენს მგზავრებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ უნიკალურ კვლევაში და მოგვაწოდეს ფასდაუდებელი ინფორმაცია SAF-ისა და მდგრადი მოგზაურობისადმი მათი შეხედულებებისა და ცნობიერების შესახებ. სასიხარულოა, რომ 71%-მა აღიარა SAF-ის დადებითი გავლენა და მზადაა ჩაერთოს მდგრადი პრაქტიკის დანერგვაში. თუმცა, შედეგები მიგვითითებს, რომ საჭიროა ცნობიერების ამაღლება ფასებთან დაკავშირებულ საკითხებსა და რეგულირების მნიშვნელობაზე. Wizz Air-ისთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების განხილვა, რომლებიც ჩვენს მგზავრებს გამჭვირვალედ მიაწოდებს ინფორმაციას ისევე როგორც SAF-ის სარგებელზე, ასევე მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. Airbus-ის ინვესტიციებით Wizz Air-ი გახდა მსოფლიოში ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია. ჩვენი მდგრადობის სტრატეგიის შემდეგი ეტაპი არის ემისიების შემცირება SAF-ში ინვესტირებით. პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მუშაობას წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაზე და განვავითარებთ უფრო მწვანე ავიაციას.”
შარლერუას აეროპორტში გამართულმა შეხვედრამ ხაზი გაუსვა ყველა დაინტერესებული მხარის როლს SAF-ის დანერგვაში. Airbus-მა თავისი თავი დაასახელა, როგორც კატალიზატორი გლობალური SAF ეკოსისტემის განვითარებაში.
ჟულიენ მანესი, Airbus-ის SAF დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„დღეს SAF მცირე რაოდენობით არის ხელმისაწვდომი, ამიტომ საჭიროა მისი მოთხოვნისა და მიწოდების გაზრდა და ფასთა სხვაობის შემცირება ტრადიციულ საწვავთან შედარებით. კვლევის შედეგები ამ საკითხს მგზავრების გადმოსახედიდან გვიჩვენებს და ხაზს უსვამს ავიაციის ეკოსისტემის – ავიაკომპანიების, აეროპორტების, რეგულატორების, მწარმოებლების და საწვავის მიმწოდებლების – თანამშრომლობის მნიშვნელობას. აუცილებელია რეგულაციების შესაბამისობა, საწვავის ეფექტიანობის გაზრდა და მგზავრების ცნობიერების ამაღლება.”
ალვარო მაკარო, Moeve-ის მდგრადი ავიაციის დირექტორი:
„მიუხედავად იმისა, რომ მგზავრები უფრო მეტად აცნობიერებენ გარემოსდაცვით საკითხებს, ხელმისაწვდომობა და ცნობიერება კვლავ მნიშვნელოვან ბარიერებად რჩება. Moeve-ში ჩვენ მზად ვართ Wizz Air-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად, შევუწყოთ ხელი SAF-ის წარმოების მასშტაბირებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.”
ქვენტინ ევრარდი, შარლერუას აეროპორტის მდგრადი განვითარების მენეჯერი:
„მოხარულები ვართ, რომ Wizz Air-მა სწორედ ჩვენი აეროპორტი აირჩია ამ ტესტირებისთვის. ბრიუსელის სამხრეთ შარლერუას აეროპორტისთვის გარემოს მდგრადი მომავალი პრიორიტეტულ საკითხად რჩება. SAF-ის ინტეგრაცია რეალობაა, რომელიც ყველა ევროპული აეროპორტის ოპერაციაზე აისახება. მისი გამოყენება ერთი მხრივ დაგვეხმარება ევროკავშირის მანდატის დაკმაყოფილებაში, ხოლო მეორე მხრივ გარემოს ერთობლივ დაცვაში.”
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 226 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“.
უახლესი
2 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს