დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს

"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს

16-01-2025 18:00:00

"ფრუტერა" მშრალი ხილის საოჯახო ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. დავით გელუტაშვილმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ტყლაპის და ჩირის საწარმო ააშენა. კომპანიის სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia  "ფრუტერა"-ს დამფუძნებელს დავით გელუტაშვილს ესაუბრა.

2025 წელს "ფრუტერა" ასორტიმენტის ზრდას და წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამავდროულად, კომპანიას ექსპორტის მიმართულებითაც აქვს გეგმები.

,,სტაბილურად იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. 2025 წელს, რაც შეეხება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით წლის საწყის პერიოდში განსაზღვრო მოთხოვნის სიდიდე. დაგროვილი გამოცდილებაც გვეხმარება  - ალბათ, 2020-ში დავიწყეთ გაყიდვები სატესტოდ,  მაგრამ 2024 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო. დავრწმუნდით იმაში, რომ გარკვეული პროდუქცია უფრო მეტი რაოდენობით შეგვიძლია ვაწარმოოთ და მეტი რაოდენობით გავყიდოთ.  აღნიშნული,  პროგნოზირები კარგ შესაძლებლობას გვაძლევს და მომავალში ასორტიმენტის გაზრდასაც ვგეგმავთ და ზოგიერთი პროდუქტის უფრო დიდი რაოდენობით წარმოებას. მაგალითისთვის,  გარგარის ჩირზე არის დიდი მოთხოვნა მიუხედავად მაღალი ფასისა. ასევე, ვგეგმავთ პომიდვრის ჩირის უფრო დიდი რაოდენობით წარმოებას და ასორტიმენტის გაფართოებასაც მოვიაზრებთ. ექსპორტზე საუბარი ადრეა, თუმცა მცირე მოცულობის პროდუქციის გატანა იგეგმება (ჯამში 500კგ) - ამ ეტაპზე სატესტოდ გაგზავნილია საბერძნეთში. თუმცა, სუპერმარკეტის ქსელი რომ მოამარაგო გაცილებით დიდი წარმადობაა საჭირო. ამ კუთხით ვფრთხილობთ,  გვირჩევნია ზრდა იყოს ნელი, მაგრამ სტაბილური. ერთიანად წარმადობის ზრდა და შემდეგ გაყიდვის პრობლემის წარმოქმნა არ არის მისაღები. გვირჩევნია პატარა ნაბიჯებით მოხდეს ზრდა. სახელიც იმიტომ შეირჩა რომ უცხოელი მომხმარებლებისთვის ადვილად დასამსახოვრებელი და გასაგები ყოფილიყო“, - განმარტავს "ფრუტერა"-ს დამფუძნებელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები