დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა

„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა

17-01-2025 22:00:00

კომერციული ბანკი სს „პეისერა ბანკი საქართველო“ (ს/კ 402204841) დაჯარიმდა 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

  1. 3 (სამ) კლიენტთან მიმართებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-6 (იურიდიული პირის იდენტიფიკაცია), მე-7 (იურიდიული პირის ვერიფიკაცია) და მე-17 მუხლების მოთხოვნების (დოკუმენტის დამოწმება), ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის N48/04 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის" 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო (დარღვეულია კლიენტის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პირობა).
  2. 3 (სამ) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარღვევის გამო, მათ შორის, 2 კლიენტთან მიმართებით დამატებით დაირღვა ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა). ასევე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნა (არ არის მოპოვებული ბენეფიციარი მესაკუთრის ქონებისა და საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია). მათ შორის, ერთ კლიენტთან მიმართებით ასევე დარღვეულია „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის N48/04 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის" პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა (ჩარიცხვის მიღება მითითებული წესისგან განსხვავებული გეოგრაფიული არეალიდან). ხოლო 2 კლიენტთან მიმართებით დარღვეულია ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნა (ვერიფიკაციის მიზნებისთვის პირველი ჩარიცხვის ოპერაციის მიღება არ მოხდა კლიენტის რეგისტრაციის ქვეყნიდან).
  3. 1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით დამტკიცებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს“ მე-8 მუხლის მე-12 პუნქტითა და ბანკის შიდა პროცედურით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო (რისკის მინიჭება არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინებით).
  4. 1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის გამო (არ მოხდა მაღალი რისკის მქონე კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების თაობაზე ხელმძღვანელობისგან ნებართვის მიღება).

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 წუთის წინ

17 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები