დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანში ყიდის და ყიდულობს

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანში ყიდის და ყიდულობს

17-01-2025 17:00:00

აზერბაიჯანში ექსპორტიც და იმპორტიც შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ აზერბაიჯანში 664,367.22 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდი კი 787,832.31 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 16%-ს შეადგენს.

2024 წლის 11 თვეში საქართველოს მიერ აზერბაიჯანში განხორციელებულ ექსპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, ხოლო შემდეგ მოდის თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 272,068.59 ათასი დოლარი,
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 46,101.16 ათასი დოლარი,
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 35,112.47 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 29,708.31 ათასი დოლარი,
  •  სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 23,835.09 ათასი დოლარი.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან იმპორტს, აქ კლება 12%-ზეა. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 515,736.07 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 583,475.03 ათასი დოლარის. აზერბაიჯანიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ნავთობპროდუქტებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანიდან ყიდულობს:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 217,883.81 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 75,885.74 ათასი დოლარი,
  • ცემენტი - 55,013.35 ათასი დოლარი,
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 26,566.93 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 13,029.12 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები