გონივრულ ვადებში ვინც ვერ დააკმაყოფილებს ელემენტარული სტანდარტებს, საქმიანობა შეუწყდება - ამის სესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სტომატოლოგიური კლინიკების ნებართვების წესზე Business Insider Georga-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენი შიდა სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სანებართვო პირობები, ასევე სხვადასხვა საფასური, თუმცა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადი საერთოდ მინიმალურია ან საერთოდ არ არის. მაგ მხრივ კლინიკას პრობლემა არ უნდა შეექმნას. ხოლო იმ გონივრულ ვადებში ვინც ვერ შეძლებს ელემენტარული სტანდარტების დაკმაყოფილებას ვფიქრობ, ეს საკმაოდ მაღალი რისკის საქმიანობაა და ასეთმა კლინიკამ ვერ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, - განმარტა მინისტრმა.
დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე - ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.
სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.
უახლესი
4 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა17 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები