ბათუმში, "იელთი კვარტალში" ახალი, პრემიუმ კლასის კომპლექსი SUNSET უკვე ოფიციალურად გაიხსნა. სასტუმრო კომპლექსს მენეჯმენტს ესტონური საერთაშორისო მმართველი კომპანია IPM (International Property Management) გაუწევს.
IPM გთავაზობთ არა მხოლოდ სტანდარტულ მასპინძლობას, არამედ კომპლექსურ უძრავი ქონების მართვის სერვისებს, რომლებიც მორგებულია როგორც კერძო ბინების მფლობელებზე, ასევე ბუტიკ-სასტუმროებზე.
კომპანიის გამოცდილი და პროფესიონალი გუნდი მომხმარებლებსა და სტუმრებს სთავაზობს უმაღლეს ხარისხს მომსახურების სფეროში. IPM-ის მისიაა მომხმარებელს მუდმივად მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება, იზრუნოს ინვესტიციის მომგებიან შედეგებზე და გაზარდოს ღირებულება უძრავი ქონების მფლობელებისთვის, ხოლო აპარტოტელის სტუმრების შეუქმნას კომფორტული დასვენების გამოცდილება.
აღნიშნული კომპლექსი წარმოადგენს "Aparthotels Collection by ELT"-ის ნაწილს.
ვიდეო
მაისში „იელთ ჯგუფის“ მიერ გრანდიოზულად გაიხსნება La Quinta by Wyndham Batumi-ის სასტუმრო, რომელიც არის არამხოლოდ ერთ-ერთ პირველ La Quinta-ს ბრენდის სასტუმროს არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში.
La Quinta by Wyndham არის მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ნაწილი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 9,300 სასტუმროს 95-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ის წარმოდგენილი იქნება „იელთი კვარტალში“
„იელთი კვარტალი“, ბათუმის ახალ ბულვარში, 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შენდება და დაპროექტებულია საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორ-დიზაინერების მიერ "Wyndham Hotels & Resorts" -თან პარტნიორობით.
„იელთი კვარტალი“ აერთიანებს რამდენიმე მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლებიც განსხვავებული დანიშნულებითა და დიზაინით იქმნება, მაგრამ ერთიანდება საერთო ურბანული კონცეფციით.
კვარტალის შემადგენლობაში შედის:
• სანრაიზი
• ვინ რეზიდენსი
• რეინბოუ
• სანსეტი (რომელიც საზეიმოდ გაიხსნა)
• მარინა ქლაბი 3 ბლოკით
• ოპტიმა რეზიდენსი
• სტატუს ჰაუსი და ახლა პროექტი რომლის პრეზენტაციაც ძალიან მალე იგეგმება.
აღნიშნული პროექტების ნაწილი უკვე აშენებულია, ხოლო ნაწილი მშენებლობის პროცესშია.
“იელთი კვარტალში” წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო პარტნიორებად, ისეთი გამოცდილი და რეპუტაციული ბრენდები, როგორებიცაა: IPM (აიპიემი), Barceló Group, River Rock Hotels & Resorts;
ამ მასშტაბური პროექტით, კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას კვარტლის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის აჩქარებული ქალაქის რიტმს და მის გამოწვევებს, საუკეთესო ადგილია როგორც ცხოვრებისა და დასვენებისთვის, ისე მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებისთვის.
უახლესი
6 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში