ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს. ამისსესახებ ინფორმაცია, Business Insider Georgia-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში,გამოცემას განუცხადეს, რომ თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა.
ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1-ელ მარტს დატოვა.
უახლესი
8 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო8 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე