დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გასულ წელს 70 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 6 ექიმს საერთოდ გაუუქმდა - ანგარიში

გასულ წელს 70 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 6 ექიმს საერთოდ გაუუქმდა - ანგარიში

08-02-2023 14:13:46

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის მუშაობის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 70 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 6 ექიმს - საერთოდ გაუუქმდა.

ანგარიში ორგანიაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

„პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 140 საკითხი (426 ექიმი, მათ შორის, ერთ ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა ორ საექიმო სპეციალობაში;

აღნიშნულიდან გამომდინარე, 426 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა 427 შემთხვევაში).

საბჭოს მიერ გადაიდო 39 ექიმის საკითხი. პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 121 ექიმს. 267 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; მათ შორის, 191 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“;

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 70 ექიმს (1 თვით - 25 ექიმს; 2 თვით - 11 ექიმს; 3 თვით - 13 ექიმს; 6 თვით - 21 ექიმს); სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა 6 ექიმს,“- ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები