დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
S&P-ის რეიტინგების შემცირების შემდეგ ამერიკული ბანკების აქციების ფასები დაეცა

S&P-ის რეიტინგების შემცირების შემდეგ ამერიკული ბანკების აქციების ფასები დაეცა

23-08-2023 10:00:25
„რამდენიმე ამერიკული ბანკის აქციები დაეცა სამშაბათს, მას შემდეგ, რაც სარეიტინგო სააგენტო S&P Global გააგრძელა Moody's-ის მიერ საკრედიტო რეიტინგების შემცირების ტენდენცია ზოგიერთი რეგიონული კრედიტორისთვის", - ამის შესახებ REUTERS-ი წერს. 

S&P-ის ქმედება უფრო მეტად გააძვირებს სესხებს საბანკო სექტორისთვის, რომელიც ამ წლის დასაწყისში მიზნად ისახავს კრიზისიდან გაჯანსაღებას.  

„ბანკების ზოგიერთი სტრუქტურული ასპექტი, ბალანსთან დაკავშირებით კვლავ რჩება რისკებად, რადგან Fed აგრძელებს ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებლებით შენარჩუნების მცდელობებს,“ - განაცხადა Aptus Capital Advisors-ის პორტფელის მენეჯერმა დევიდ ვაგნერმა.

S&P-მა ორშაბათს შეამცირა Associated Banc-Corp (ASB.N) და Valley National Bancorp (VLY.O) რეიტინგი რისკების დაფინანსებაზე. ასევე სარეიტინგო სააგენტომ შეამცირა KeyCorp-ის რეიტინგი (KEY.N) შეზღუდული მომგებიანობის გამო.

S&P-ის ქმედება მოჰყვა რამდენიმე კვირის შემდეგ Moody's-ის მიერ რეიტინგების ანალოგიურ შემცირებას.

კერძოდ, Moody's-მა შეამცირა რეიტინგი 10 ამერიკული ბანკისთვის და რამდენიმე მსხვილი კრედიტორი პოტენციური შემცირების შესახებ გააფრთხილა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები