დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია

თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია

18-09-2024 17:18:00

21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც  წარმოგიდგენთკლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.  ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.

 

წელს ფესტივალი ეძღვნება თელავის ფესტივალი დაარსებიდან მე-40 წლისთავს.

 

მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, ასევე გამოჩენილი მუსიკოსები - მევიოლინე სვეტლინრუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი, ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, ევგენი მიქელაძის სახელობისსაქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თელავის ქალთა კამერული გუნდი - ქორმაისტერისოლომონ გოგილაშვილი, ოპერის კამერატა - კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და ოპერის კამერატასუდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.

 

საიუბილეო ფესტივალის 22 სექტემბრის ღონისძიებებს თიბისი წარმოგიდგენთ. ფესტივალის ერთ-ერთიმთავარი მიზნობრივი ჯგუფია ახალი თაობა, რომელთათვის ყოველ წელს იმართება სხვადასხვა სახისღონისძიებები - კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის, პროფესიული ზრდის, ახალი სახელების გამოვლენისმიზნით.

 

22 სექტემებერს თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში 15:00 სთ-ზე გაიმართება . დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური ოპერა-სპექტაკლი სევილიელიდალაქი (რეჟ.: ბესო კუპრეიშვილი) და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული თეატრის დიდსცენაზე 18.00 სთ-ზე ახალგაზრდა მუსიკოსების გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებენსაქართველოს წამყვანი სამუსიკო სასწავლებლების (თბილისი, თელავი, ქუთაისი) ნიჭიერი მოსწავლეები დასტუდენტები.

კონცერტში მონაწილეობას იღებს ცოტნე ზედგენიძე, რომლის ერთ-ერთი პირველი სოლო კონცერტიგაიმართა ფესტივალზე (2018).

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები