დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვგეგმავთ 1 500 ტონა თხილის ექსპორტს, სამიზნე ბაზარი ევროკავშირია - NUTSGE

ვგეგმავთ 1 500 ტონა თხილის ექსპორტს, სამიზნე ბაზარი ევროკავშირია - NUTSGE

18-09-2024 17:00:00

თხილის გადამამუშავებელ წარმოებაში სტაბილური სეზონი გველოდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია NUTSGE LLC დამფუძნებელმა მამუკა ბერიაშვილმა განუცხადა.

საწარმოს დამფუძნებლის ინფორმაციით, თხილის ხარისხის წელს უკეთესია.

„გვაქვს როგორც კარგი, ისე ცუდი ხარისხის თხილიც. იმ ფერმერებმა, ვინც ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა ჩაატარა უკეთესი ხარისხის თხილი აქვს, ხოლო ვინც წამლობა არ ჩაატარა, შესაბამისად დაბალი ხარისხის მოსავალი მიიღო“, - ამბობს მეწარმე.

მამუკა ბერიაშვილის ინფორმაციით, მაღალი ხარისხის გაუტეხავი თხილის ფასი 7-ლარამდეა, ხოლო დაბალი ხარისხის თხილის ფასი 4-5 ლარამდეა.

მიმდინარე წელს NUTSGE 1 500 ტონამდე გარჩეული თხილის ექსპორტს გეგმავს.

„ჩვენი ნაწარმის 50% გადის ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო 50% გადის აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ქვეყნებსა და სამხრეთ ამერიკის ბაზარზე“, - ამბობს მეწარმე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები