თიბისის მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში, ნიქოზის მეკლდეურთა საცოც დარბაზში ცოცვის ფესტივალი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად ჩატარდა და მასში ჩაერთვნენ, როგორც ნიქოზის თემში მცხოვრებმა ბავშვებმა, ისე თბილისის და დაბა ბედიანის სპორტსმენებმა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოზარდმა. ღონისძიების ბოლოს სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებული გოგონები და ბიჭები. Მათ სიგელები და სხვადასხვა ფასიანი პრიზები გადაეცათ.
ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კომპანიების ჩართულობით, ნიქოზის საცოც დარბაზში, მოეწყო ახალი საცოცი კედლები და შეძენილ იქნა სავარჯიშო ინვენტარი. დარბაზში გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობების რის შედეგადაც, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლდა ვარჯიშები.
აღსანიშნავია, რომ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი, ერთადერთი სპორტული აქტივობაა ნიქოზის თემში, სწორედ ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა და სათანადო სავარჯიშო პირობების შექმნა, ნიქოზის თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
თიბისისთვის, ახალი თაობის მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და წახალისება, 30 წელზე მეტია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ცდილობს წაახალისოს, განავითაროს და მხარი დაუჭიროს ახალ თაობას მათ წამოწყებებში.
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება