2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 74%-ით ნაკლები ღირებულების მიდების იმპორტი მოახდინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 0.05 ათასი დოლარის ღირებულების მიდიები იყიდა, გასული წლის ანალოგურ პერიოდში კი 0.19 ათასი დოლარის. რაც შეეხება იმპორტირებული მიდიების მოცულობას საქსტატის საიტზე აღნიშნულ გრაფაში მითითებულია 0.00, რაც უწყების მონაცემებით აღნიშნავს „მაჩვენებლის სიდიდე უმნიშვნელოა“.
მიმდინარე წელს ქვეყანაში იმპორტირებული ცოცხალი, ახალი ან გაცივებული მიდიების იმპორტის 100%-ი ნიდერლანდებზე მოდის.
რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, მიდიების იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 2029 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 44.59 ათასი დოლარის ღირებულების, 11.45 ტონა მიდიები იყიდა.
2023 წელს კი ქვეყანაში 8.52 ათასი დოლარის 0.82 ტონა მიდიები იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ზრდაა. 2023 წელს ქვეყანაში მიდიების იმპორტი ორი ქვეყნიდან ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან შემოვიდა. თუმცა მთავარი იმპორტიორი ქვეყანა გასულ წელსაც ნიდერლანდები იყო.
უახლესი