დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი საექსპორტო პროდუქცია გაძვირდა - საქსტატი

რომელი საექსპორტო პროდუქცია გაძვირდა - საქსტატი

19-07-2024 15:26:00

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.4 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 3.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 12.3 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 24.5 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 11.3 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 13.5 პროცენტით. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 11.2 პროცენტით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები