თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-მა სათაო ოფისის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს მმართველი კომპანია GNSS Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი სანიკიძემ განუცხადა, Best Western-ის ბრენდის წარმომადგენლების მიერ ამავე ბრენდის სასტუმროები ყოველწლიურად მოწმდება და მონიტორინგის საფუძველზე ბრენდი საბოლოოდ ასკვნის, რამდენად მიყვება ესა თუ ის სასტუმრო Best Western-ის სტანდარტებს.
„ზოგადად რეგიონში როდესაც საუკეთესო გუნდით ხარ წარმოდგენილი, ეს ძალიან სასიამოვნოა და Best Western Tbilisi City Center-ისთვის მსგავსი ტიპის პირველი ჯილდოა. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსთვის ასეთი დონის საერთაშორისო აღიარება, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით მთლიანად გუნდს და თითოეულ თანამშრომელს დიდი შრომა აქვს ჩადებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, შედეგებით კმაყოფილები ვართ.
ეს არის ყოველწლიური პროცედურა. Best Western-ის აუდიტორები, ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ჩამოდიან და ქულების მიხედვით აფასებენ სასტუმროს, თუ რამდენად მიყვება აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. შეფასებისას მთლიანად CIS რეგიონი, საქართველო და ისრაელის ყველა Best Western - ის სასტუმრო ჩვენი კონკურენტი იყო.
როდესაც ბრენდი კონკრეტულ ობიექტზე შედის, მას უნდა ჰქონდეს მომხმარებლის ლოიალურობა. შესაბამისად, არსებობს ბრენდის სტანდარტები, რომელსაც ზუსტად უნდა მივყვეთ. ყოველწლიური აუდიტიც ამას ემსახურება. Best Western Tbilisi City Center-ი მაქსიმალურად ცდილობს, შეინარჩუნოს ის სტანდარტები რაც ბრენდს აქვს“, - განმარტავს გიორგი სანიკიძე.
GNSS Consulting-ის მმართველი პარტნიორის თქმით, დღეისათვის საქართველოში Best Western-ის ბრენდის ქვეშ 5 სასტუმრო ოპერირებს.
„Best Western-ი აქტიურად მუშაობს საქართველოს ბაზარზე და უახლოესი 1 წლის განმავლობაში Best Western-ის ბრენდით კიდევ 2-3 სასტუმროს გახსნა იგეგმება“, - ამბობს სანიკიძე.
რაც შეეხება სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სტუმრების რაოდენობა ევროპიდან. მნიშვნელოვანი ზრდაა ასევე ჩინეთის ბაზრიდანაც.
„მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ევროპის ქვეყნებიდან მოთხოვნა, თუმცა საახალწლოდ განსაკუთრებით აქტიურობენ მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორები. წინა წელთან შედარებით ევროპული სეგმენტი გაზრდილია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც მაღალ მხარჯველუნარიანი სტუმრები შემოდიან. საკმაოდ კარგი დატვირთვაა ჩინეთიდან. დაახლოებით ეწევა ევროპულ ბაზარს და ტრენდი თუ გაგრძელდა გადაასწრებს კიდეც“, - განმარტავს GNSS Consulting-ის მმართველი პარტნიორი.
2025 წელს Best Western Tbilisi City Center-ი რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა ITB Berlin, Arabian Travel Market და ITB Asia.
სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ი ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მის მენეჯმენტს სასტუმროს კონკურენტულ უპირატესობად მიაჩნია:
სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება, რაც განსაკუთრებულ ემოციებს ანიჭებს თითოეულ მომხმარებელს;
სასტუმროს სტრატეგიული მდებარეობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში;
კომფორტული გარემო;
ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასები;
სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ი მთლიანობაში 44 საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო ნომერს და 7 სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს აერთიანებს. სასტუმროს გააჩნია ასევე 3 საკონფერენციო სივრცე და ქართულ ევროპული რესტორანი.
„როდესაც სარესტორნო ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ ვთანამშრომლობთ ფერმერებთან სოფლის მეურნეობის წასახალისებლად, შედეგად ვიღებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვრჩებით Win/Win პოზიციაში. ასევე, მნიშვნელოვანია ის ემოცია, რომელსაც ჩვენს ობიექტზე იღებენ. მომსახურე პერსონალი მომხმარებელს განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობს და ეს აისახება კიდეც ჩვენს ფიდბექში, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებთან აქტიურად ვაწარმოებთ. გვაქვს მენიუს ფართო არჩევანი და თითოეულ ჩვენ სტუმარს ვთავაზობთ ქართული და ევროპული კერძების ფართო არჩევანს“, - აცხადებს Best Western Tbilisi City Center-ის მმართველი კომპანია GNSS Consulting-ის მმართველი პარტნიორი გიორგი სანიკიძე.
უახლესი
3 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა