მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა.
„ჩეხეთში პარტნიორებთან გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ღვინის პირველი პარტია ამ ბაზარზე უკვე გადავტვირთეთ. „ჩელთის“ ღვინოები გაიყიდება როგორც საცალო ბაზარზე ისე რესტორნების ქსელებში“,- ამბობს ანა მირიანაშვილი.
ასევე კომპანია შემოდგომის სეზონზე რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. კერძოდ, გერმანიაში - ჰამბურგში პარტნიორებთან ერთად კომპანიის მენეჯმენტი რამდენიმე გამოფენას გამართავს.
„შემდეგ ვგეგმავთ ლონდონში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან ღვინის დეგუსტაციის გამართვას, ხოლო ნოემბერში შანხაიში დაგეგმილ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას“,- ამბობს მეღვინეობის კომერციული დირექტორი.
როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.
ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.
უახლესი
14 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს33 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”