გაერთიანებული სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია easyjet-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელში უკვე განათავსა ვიდეორგოლი, სადაც აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება. ირკვევა, რომ easyjet-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაიწყებს და თბილისის მიმართულებით რეისებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან განახორციელებს.
ავიაბილეთების შეძენა easyjet-ის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. easyjet-ი თბილისის მიმართულებით პირველ რეისს 31 მარტს ჟენევიდან, შეასრულებს, ხოლო 1-ელი აპრილიდან ფრენებს ლონდონიდანაც (ლუტონი) დაიწყებს. მილანიდან ფრენების დაწყებას კი easyjet-ი ასევე 1-ელი აპრილიდან აპირებს. ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან (მალპენსა) თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.
უახლესი