სახელმწიფო „საკვების წარმოების კომპანიის“ 62.97%-იან წილს ყიდის. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობებიდან ირკვევა, „საკვების წარმოების კომპანიის საკუთრებაშია მცხეთაში, სოფელ ნატახტარში მდებარე 30000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც გაცემულია დროებითი სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით.
რაც შეეხება კომპანიის აქტივებსა და პასივებს ის ასე გამოიყურება: აქტივები (2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით) -2 921 784 ლარი, ვალდებულებები (2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით) - 407 452 ლარი და კაპიტალი (2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით) - 2 514 332 ლარი
„საკვების წარმოების კომპანიის“ 62.97%-იან წილს გასასხვისებლად აუქციონი 13 სექტემბერსაა ჩანიშნული, ხოლო ობიექტის საწყისი ღირებულება 2 115 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ „საკვების წარმოების კომპანიის“ 37.03%-ს შპს „აგრექსი“ ფლობს. შესაბამისად „აგრექსს“ აქვს შპს „საკვების წარმოების კომპანიის“ კაპიტალში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილის გამოსყიდვის უფლება.
უახლესი