დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „ხობის ნავთობპროდუქტის“ გასხვისებას კიდევ ერთხელ შეეცდება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „ხობის ნავთობპროდუქტის“ გასხვისებას კიდევ ერთხელ შეეცდება

31-08-2023 16:35:32

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“  სს „ხობის ნავთობპროდუქტის“ გასხვისებას კიდევ ერთხელ შეეცდება. 13 სექტემბერს ჩანიშნულ აუქციონზე სააგენტო „ხობის ნავთობპროდუქტის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 15 400 ცალ ჩვეულებრივი აქციას (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 50.89%) და ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში არსებული 37655.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ერთ ლოტად ყიდის. 

ობიექტის საწყისი ღირებულება 249 997 ლარია. 

2022  წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივები 219 351 ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები 187 681 ლარს. საანგარიშო პერიოდისათვის კომპანიის კაპიტალი 31 670 ლარით იყო განსაზღვრული. 
აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებული მოძრავი ქონება (ავზები) არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები