დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო სიმინდის 89%-ს რუსეთში ყიდულობს

საქართველო სიმინდის 89%-ს რუსეთში ყიდულობს

28-08-2023 18:00:24

საქართველომ შვიდ თვეში 44,106.78 ტონა სიმინდი იყიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 15,536.92 ათასი დოლარი გავიდა.

საქსტატის მონაცემებით 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 44%-ით მეტი სიმინდის იმპორტი განახორციელა. 2022 წლის იანვარ-ივლისის სტატისტიკით 10,762.13 ტონა სიმინდის იმპორტი დაფიქსირდა.

საქართველოში სიმინდის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 89%-ი მოდის. 2023 წელს საქართველომ რუსეთიდან 8,938.41 ათასი დოლარის ღირებულების 39,283.23 ტონა სიმინდი იყიდა.

სად ყიდულობს საქართველო სიმინდს - ტოპ-5 ქვეყანა

  • რუსეთი - 39,283.23 ტონა;
  • უკრაინა - 2,927.25 ტონა;
  • თურქეთი - 664.04 ტონა;
  • ეგვიპტე - 293.50 ტონა;
  • ავსტრალია - 241.73 ტონა.

საქართველოში სიმინდის იმპორტმა მაქსიმუმს 2020 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ სულ 118,956.91 ტონა სიმინდი შეიძინა.

2022 წელს კი ქვეყანამ 22,983.36 ტონა სიმინდი იყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები