დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად და რა მოცულობის წიწაკას ყიდულობს საქართველო

სად და რა მოცულობის წიწაკას ყიდულობს საქართველო

28-08-2023 15:00:19

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1,341.66 ათასი დოლარის 502.94 ტონა წიწაკა იყიდა, რაც 6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 7 თვეში ქვეყანამ 475,34 ტონა წიწაკა (ხმელი, დამსხვრეული ან დაფქული) იყიდა. 

ირკვევა, რომ საქართველოსთვის წიწაკის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ვიეტნამია, საიდანაც წიწაკის მთლიანი იმპორტის 24%-ი შემოდის.

მეორე პოზიციაზეა ეგვიპტე, ხოლო შემდეგ მოდის ჩინეთი.

სად ყიდულობს საქართველო წიწაკას - ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  • ვიეტნამი - 133.13 ტონა;
  • ეგვიპტე - 108.11 ტონა;
  • ჩინეთი - 89.41 ტონა;
  • ინდოეთი - 74.51 ტონა;
  • ბრაზილია - 40.00 ტონა.

2022 წელს საქართველომ 2,257.93 ათასი დოლარის ღირებულების 736.83 ტონა წიწაკა იყიდა. ზრდა 2021 წლის მაჩვენებლებთან 30%-ია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები