დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას 3 კომპანია უზრუნველყოფს - ირაკლი ქარქაშაძე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას 3 კომპანია უზრუნველყოფს - ირაკლი ქარქაშაძე

24-01-2025 10:05:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას 3 კომპანია უზრუნველყოფს, აღნიშნულის შესახებ ექსკლუზიურად „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებაზე. 

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი გადამზიდავი დაგვემატა და უკვე მგზავრებს თბილისიდან, ბათუმიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს ტრანსპორტირებას უკვე სამი კომპანია შესთავაზებს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სერვისები, იყოს არჩევანის ფართო ასპექტი, რაც თავისთავად ქმნის ჯანსაღ კონკურენციას და შესაბამისად ხარისხს აუმჯობესებს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, არამხოლოდ ტრანსპორტის, არამედ უშუალოდ აეროპორტშიც მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს და მზად ვართ, რომ ასე გავაგრძელოთ წლევანდელ წელსაც“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა და ამიერიდან ,,ჯორჯიან ბასთან“ და ,,ომნიბუსსექსპრესთან“ ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია -,,მეტრო ჯორჯიაც” განახორციელებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები