,,ჩვენ გვაქვს მამაკაცის ხაზი და ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომლებიც იყენებენ, როგორც წვერის ხაზს, ასევე სახის მოვლის საშუალებებსაც. უშუალოდ მამაკაცის შეფუთვების რებრენდინგი გავაკეთეთ და ქართული დეტალებით კერძოდ, ბორჯღალოს მეშვეობით არის გამოტანილი ამ ეტაპზე. ასევე სიახლე გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ დავამატეთ ახალი თმის ხაზი, თმის აღმდგენი და რეგენერატორი, როზმარინის ხაზი, რომელიც ძალიან მოთხოვნადი გახდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მომხმარებლებში. როზმარინის ნაკრებში შედის: შამპუნი, აღმდგენი კონდიციონერი და შრატი თავის მოვლის საშუალებებთან ერთად. ასევე, გვაქვს ორსულების ხაზი და ძალიან ბევრი ორსული მომხმარებელი გვყავს, რომელიც იყენებს ჩვენს პროდუქტებს და წარმატებით ლახავს ორსულობის და პოსტორსულობის პერიოდთან დაკავშირებულ გამოწვევებს. პროდუქტები გამოიყენება: სტრიების, თმის ცვენის, ფრჩხილების მტვრევის პრევენციისთვის. ჩვენ გვაქვს ნატურალური, უსულფატო, უსილიკონო, ვეგანური, პარაფინისა და პარაბენების გარეშე ინგრედიენტები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. უკვე, ორნაირი საერთაშორისო ISO სტანდარტი გვაქვს, როგორც ხარისხის მენეჯმენტის ISO, ასევე GMP-ის კოსმეტიკის აკრედიტაცია", - აცხადებს კოსმეტიკური ბრენდის Piel Naturals-ის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე.
„პიელ ნატურალსი“ ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად აღნიშნული ISO მოიპოვა. არ არის აქამდე მსგავსი პრეცედენტი. სიახლეები გვაქვს ასევე სპა მიმართულებითაც. ჩვენ მეორე ბრენდიც შევქმენით, რომელიც სულ მალე ჩაეშვება ბაზარზე. ეს არის მაღალ და დაბალ ბიუჯეტიანი სპა თავის მოვლის საშუალებები, რომელიც მოერგება, როგორც დაბალი ბიუჯეტის სეგმენტის სასტუმროებს, ასევე პრემიუმ სასტუმროებს. პრემიუმ სასტუმროებში ჩვენი ბრენდის პროდუქცია უკვე შედის. ბევრ სასტუმროში ჩვენი სპა ხაზი უკვე წარმოდგენილია და ასევე ამ წელს აქტიურად ვაპირებთ აბაზანის საშუალებების სეგმენტში ჩვენი წვლილის შეტანას უშუალოდ, ადგილობრივ სასტუმროებთან მიმართებაში“, - განმარტავს თათუკა ლომაძე.
უახლესი