2026 წლიდან ედინბურგი ტურისტულ გადასახადს შემოიღებს, რაც შოტლანდიისთვის პირველი ასეთი გადასახადია.
ამის შესახებ The Guardian წერს.
გადასახადი ვრცელდება ქალაქის სტუმრებზე, რომლებიც ცხოვრობენ სასტუმროებში, ჰოსტელებსადა ნაქირავებ საკუთრებაში, მათ შორის Airbnb საცხოვრებლებში.
გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება სტუმრის დღიური საცხოვრებლის ღირებულებაზე და საბოლოოდ დღიური ღირებულების 5%-ს შეადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ახალი ტურისტული გადასახადიდან მიღებული თანხები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის განვითარებას და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას მოხმარდება. კერძოდ, შემოსავლის 35% მხატვრულ პროექტებს მოხმარდება.
ტურისტული გადასახადი ამოქმედდება 2026 წლის 24 ივლისიდან, თუმცა ის მხოლოდ 2025 წლის 1 მაისის შემდეგ განხორციელებულ ჯავშნებზე გავრცელდება.
უახლესი