დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია, იქაც სცადოს ბედი - ირაკლი კობახიძე

არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია, იქაც სცადოს ბედი - ირაკლი კობახიძე

24-01-2025 17:21:00

არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში.

პრემიერის თქმით, მანამდე მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია აქაც სცადოს ბედი.

„თქვენ იცით, რაც არის ოპოზიციის მოთხოვნები, პირველ რიგში, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. მე ყველას მინდა შევახსენო, რომ არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, შეუძლიათ, იქაც სცადონ ბედი. ეს არის ჩემი რჩევა რადიკალური ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები