წლევანდელ წელსაც გაქვს რა თქმა უნდა ახალი მიმართულებების გეგმები და მოლოდინები, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მხრივ 2024 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, რაც უკვე ქართულ ბაზარზე აისახა, ხოლო ნაწილის ასახვა მიმდინარე წელს მოხდება.
„2024 წელს ჩვენ შევძელით და პირველად ისტორიაში ერთი წლის განმავლობაში 10 ახალ ავიაკომპანიასთან დავასრულეთ მოლაპარაკება და 13 ახალი მიმართულებით. აქამდე მსგავსი შედეგი არასოდეს გვქონია და ესეც ისტორიული და რეკორდული მაჩვენებელია. აქედან დიდმა ნაწილმა უკვე დაიწყო ფრენები, ხოლო წლევანდელ წელს ჩვენს ბაზარზე ველოდებით British Airways-ს, easyJet-ს, ასევე Edelweiss. ეს არის ევროპული მიმართულებები. საფრანგეთიდან ასევე ოპერირებას იწყებს Transavia. ეს ყველაფერი გაზაფხულზე, ზაფხულის სეზონი როცა დაიწყება აპრილში ეს ყველა ფრენა ჩვენთან უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ავიაბილეთები უკვე იყიდება და მე წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ავიაკომპანიებს. საკმაოდ ამბიციური განაცხადი იყო ერთდროულად ამდენი ავიაკომპანია და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ წარმატებით შეძლოს ქართულ ბაზარზე ოპერირება.
2024 წელს დიდი აქცენტი გვქონდა გაკეთებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, იქედან გამომდინარე, რომ ქუთაისიდან მეტ-ნაკლებად ევროპის დედაქალაქების მიმართულებები ძირითადად ათვისებულია და ჩავთვალეთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაცხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო პირდაპირი ფრენები.
წლევანდელ წელსაც გაქვს რა თქმა უნდა ახალი მიმართულებების გეგმები და მოლოდინები. ჩვენ ტრადიციულად არ დავასახელებ მიმართულებებს და ავიაკომპანიებს თუმცა ჩვენი მთავარი ღერძი სტრატეგიის არის ბაზრების დივერსიფიკაცია. და როგორც სიხშირეების ზრდა, ასევე ახალი აუთვისებელი მიმართულებების განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
უახლესი