დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს 14 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონება გაყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს 14 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონება გაყიდა

24-01-2025 16:46:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წელს, ელექტრონული აუქციონების პორტალზე eauction.ge, 14 035 899 ლარის მოძრავი ქონება გაყიდა. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ მოძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით ჯამში  26 221 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, ჯართი, სამშენებლო ტექნიკა, ხელსაწყოები და მასალა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე eauction.ge-ზე წარმოდგენილია როგორც სახელმწიფოს, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების, სხვადასხვა კატეგორიის მიმდინარე აუქციონები. პორტალზე რეგისტრაცია და ელექტრონული აუქციონის ფორმატში საკუთარი სარეალიზაციო პროდუქციის განთავსების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები