დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოვა დრო, VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის  პროექტი დარჩება მემკვიდრეობად ჩვენს ქვეყანას - ნოშრევან ნამორაძე

მოვა დრო, VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის პროექტი დარჩება მემკვიდრეობად ჩვენს ქვეყანას - ნოშრევან ნამორაძე

24-01-2025 18:26:00

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

,,იმ არეალს, რა არეალიც ჩვენ დაგვხდა კერძოდ, შეკვეთილში სჭირდებოდა საკმაოდ სწორი მიდგომა ანუ ნებისმიერ პროექტს ვუდგებით ყურადღებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი მაგრამ განსაკუთრებული იყო რა თქმა უნდა შეკვეთილის პროექტი და მიწის მდებარეობა. მინდა დარწმუნებით გითხრათ რომ შეკვეთილის პროექტი და მასტერ-პლანი არის ყველა პარამეტრებთნ მიმართებაში აბსოლუტურად სწორად, სრულყოფილად დაპროექტებული და განხორციელებული. ძალიან მნიშვნელოვანია დასაწყისშივე რომ მოხდეს მითუმეტეს, მოცულობითი მიწის ნაკვეთის სწორი დაგეგმარება, მასტერ-პლანის სწორი გაკეთება. ჩვენ ამას მივაღწიეთ, ჩვენ მივაღწიეთ იმას რომ ეს მასტერ-პლანი შეიქმნა ყველა მსოფლიო წამყვანი რეზორტული ტიპის საცხოვრებლების და ზღვისპირა სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსების განვითარების თუკი რამე საუკეთესო იყო მის შესაბამისად. კიდევ მინდა აღვნიშნო ერთი საკითხი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ ჩვენ ვნერგავთ ახალ ,,ლაიფ სთაილს" ანუ ცხოვრების ახალ სტილს. ახალი სტილი რომელიც უკვე დანერგილი გვაქვს ეს არის გამაჯანსაღებელი ანუ სპორტული აქტივობები ყველა პროექტში, გვაქვს საკმაოდ დახუნძლული და ესე ვთქვათ ყველგან ჩადებული ყველა სპორტის სახეობით და ამავდროულად, ამას უკვე ვამატებთ ერთ ძალიან ნიშვნელოვან ფაქტორს ეს არის ცხოვრების ახალი სტილი გართობის ნაწილში. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვიამაყებთ ამ პროექტით. მოვა დრო და საკამაოდ დიდი ხანი ვფიქრობ, ეს პროქეტი გადაეცემა მემკვიდრეობას და აბსოულუტურად ყველა ვინც იქ შეიძენს მისთვის აპარტამენტებს თუ ვილებს თუ თუნდაც დაისვენებს შემდგომ იქნება საკმაოდ კმაყოფილი და შთაბეჭდილების ქვეშ", - აცხადებს ნოშრევან ნამორაძე.

ცნობისთვის, ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

პროექტის მახლობლად მდებარეობს:
• პარაგრაფი რესორტ & სპა
• ბლექ სი არენა
• მინიატურების პარკი
• დენდროლოგიური პარკი
• ციცინათელას პარკი
• მუსიკოსთა პარკი

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები