დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის მასშტაბით ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლებში ფართები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა

თბილისის მასშტაბით ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლებში ფართები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა

24-01-2025 17:00:00

2024 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება თბილისის მასშტაბით ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა. საქსტატის ინფორმაციით, მთაწმინდაზე ბინების სეგმენტში 1მ2 ფასის მედიანური ღირებულება 5987 ლარია, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში - 4472 ლარი.

მთაწმინდის შემდეგ ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში  ყველაზე ძვირი ფართი ვაკეშია, ხოლო კერძო სახლების კუთხით დიდუბეში. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.7 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.7 პროცენტი). 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.8 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 12.3 პროცენტით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები