ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წელს, ელექტრონული აუქციონების პორტალზე eauction.ge, 14 035 899 ლარის მოძრავი ქონება გაყიდა. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ მოძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით ჯამში 26 221 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, ჯართი, სამშენებლო ტექნიკა, ხელსაწყოები და მასალა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე eauction.ge-ზე წარმოდგენილია როგორც სახელმწიფოს, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების, სხვადასხვა კატეგორიის მიმდინარე აუქციონები. პორტალზე რეგისტრაცია და ელექტრონული აუქციონის ფორმატში საკუთარი სარეალიზაციო პროდუქციის განთავსების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.
უახლესი