ავტოსადგურების სერტიფიცირების, ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს ავტოსადგურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, ასევე სახმელეთო ტრანსპორტისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანებისრეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ავტოსადგურებისმხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრას, სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნას და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობის სტიმულირებას.
ამ მიზნების მისაღწევად ავტოსადგურების მფლობელებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ისარგებლონ პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიტებით.
უახლესი