საქართველოს მთავრობა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის შემუშავებაზე ინტენსიურად მუშაობს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის შემუშავებაში საერთაშორისო გამოცდილება იქნება გაზიარებული და შესაბამისად მასში საერთაშორისო არქიტექტორებიც ჩაერთვებიან.
„ეს აუცილებელიც არის იმისთვის, რომ სწორად დაგეგმარებული და მაღალ ეფექტურობის მქონე აეროპორტი გვქონდეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება რომელიც არსებობს მსოფლიოში და ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება საერთაშორისო არქიტექტორები და საერთაშორისო კონსულტანტები. რომლებიც უკვე ჩართულებიც არიან. ჩვენ გასულ წელს დავასრულეთ უფრო კონკრეტულად საქაერონავიგაციამ უკვე დაასრულა სანავიგაციო კვლევა, რომელიც ასაფრენი ზოლის ლოკაციის დადგენას გულისხმობს. ეს კი უკვე გვიხსნის შესაძლებლობას, რომ გადავიდეთ კონცეპტ-დიზაინის დამუშავებაზე, გენერალური გეგმის დამუშავებაზე და რომელიც უკვე უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში გადავა“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში გაზრდილ მგზავრთნაკადს ინფრასტრუქტურამაც ადეკვატურად უნდა უპასუხოს.
„ამბიციურ და თამამ მგზავრთნაკადის ზრდას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი სერვისების შეთავაზება. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ, მათ შორის TAV Georgia-სთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი ჩვენით - ინფრასტრუქტურის შეფასებას და დაგეგმარებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის საერთაშორისო ახალი აეროპორტი შესაბამისად გახლავთ ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი და შედეგიც და მიზანიც ერთდროულად გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი აეროპორტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამ ძალიან დიდ და მზარდ მგზავრთნაკადს გაუმკლავდეს და ახალი შესაძლებლობები გასცეს და ყოველთვის ვიყოთ ამ გაზრდილ მოთხოვნასთან 2 და 3 ნაბიჯით წინ“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
უახლესი