დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტა მოტორსში“ პრემიუმ ბრენდის აკუმულატორებზე 20%-იანი ფასდაკლება და შეთავაზებები მოქმედებს

„თეგეტა მოტორსში“ პრემიუმ ბრენდის აკუმულატორებზე 20%-იანი ფასდაკლება და შეთავაზებები მოქმედებს

24-01-2025 13:13:00

ზამთარსა და სიცივეში ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ერთ-ერთი დეტალი, რომელზედაც დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს - აკუმულატორია. ავტოექსპერტები გვირჩევენ, რომ ზამთარში აუცილებლად შევამოწმოთ აკუმულატორი და დავრწმუნდეთ, რომ მისი რესურსი არ ამოწურულა.

„არ მოატყუო ზამთარი“ – „თეგეტა მოტორსის“ საკომუნიკაციო მესიჯი სწორედ ავტომობილზე ზრუნვის მოტივით შეიქმნა და მის ფარგლებში კომპანია მომხმარებელს არაერთ აქტივობას სთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთია სპეციალური შეთავაზებები აკუმულატორებზე, რომელიც თეგეტა მოტორსის ფილიალებსა და Tegeta Shop-ზე დახვდება მომხმარებელს.

20%-იანი ფასდაკლება Tegeta Shop-ის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება, ხოლო ფილიალებში მომხმარებელს ასევე 20%-იანი ფასდაკლებით   Varta-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შეძენა შეუძლია. იანვრის ბოლომდე შეთავაზება მოქმედებს თურქული წარმოების, ყველაზე ხელმისაწვდომ და მაღალხარისხიან  Macpower-ზე, ის მომხმარებელს თეგეტა მოტორსიფილიალებში სპეციალურ ფასად დახვდებათ.

ივა კა­ლო­ი­ა­ნი, თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის პრო­დუქ­ტის უფ­რო­სი ოფი­ცე­რი: „აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იჩენს თავს, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად იკ­ლებს. ასეთ დროს შე­საძ­ლოა, აკუ­მუ­ლა­ტო­რი მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მისი რე­სურ­სი უკვე და­ბა­ლია. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი პე­რი­ო­დუ­ლი შე­მოწ­მე­ბა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

აკუ­მუ­ლა­ტო­რის რე­სურ­სის ამო­წურ­ვა­ზე რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი მიგ­ვა­ნიშ­ნებს: თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბის შემ­დეგ იქო­ქე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა იმის ნი­შა­ნი იყოს, რომ აკუ­მუ­ლა­ტო­რი და­სუს­ტე­ბუ­ლია და დროა, შე­იც­ვა­ლოს. ელექტრო­სის­ტე­მე­ბის შე­ფერ­ხე­ბა - გა­ნა­თე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის კლე­ბა, კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მუ­შა­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ან მულ­ტი­მე­დი­ა­სის­ტე­მის უცა­ბე­დი გა­თიშ­ვა შე­საძ­ლოა, მი­უ­თი­თებ­დეს, რომ აკუ­მუ­ლა­ტო­რი ვერ ახერ­ხებს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბას. აკუ­მუ­ლა­ტო­რის ინ­დი­კა­ტო­რის ან­თე­ბა - თუ ავ­ტო­მო­ბი­ლის პა­ნელ­ზე აკუ­მუ­ლა­ტო­რის ინ­დი­კა­ტო­რი აინ­თო, ეს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია“.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ საქართველოში 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დს წარმოდგე­ნს და მათ შორის არიან აკუმულატორების პრემიუმ ბრენდები. მაგალითად, გერმანული Varta, რომელიც ცნო­ბი­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი­თა და სა­ი­მე­დო­ო­ბით. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ისე­თი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მარ­კე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა BMW და Merzedes, სწორედ Varta-ს ორი­გი­ნა­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ევ­რო­პა­ში წარ­მო­ე­ბულ ყო­ველ მე­ხუ­თე ახალ ავ­ტო­მო­ბილ­ზე Varta-ს აკუ­მუ­ლა­ტო­რია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. „თე­გე­ტა­ში“ ამ ბრენ­დის პრო­დუქ­ცი­ის დიდი არ­ჩე­ვა­ნია რო­გორც ელექტრული, ისე ჰიბ­რი­დუ­ლი და სტარტ-სტოპ სის­ტე­მის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის;

Energizer - აკუმულატორების ამე­რი­კუ­ლი ბრენდია, რო­მე­ლიც წარმოებაში იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და გა­მო­ირ­ჩე­ვა გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო პე­რი­ო­დით;

Exide – ეკომეგობრული პროდუქციით ცნობილი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დი, გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. „თე­გე­ტა­ მოტორსში“ წარ­მოდ­გე­ნი­ლია Exide-ის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი ყვე­ლა ასა­კი­სა თუ ტექ­ნო­ლო­გი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის;

FIAMM - იტა­ლი­უ­რი ბრენ­დი, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. პარტნი­ო­რობს Fiat-თან და Ferrari-სთან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას სწო­რედ FIAMM-ის აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი მონ­ტაჟ­დე­ბა.

Monbat - ბულ­გა­რეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი, შედარებით ბიუჯეტური, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ბრენ­დია, რომელთანაც „თე­გე­ტა მოტორსი“ 2010 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს. გა­მო­ირ­ჩე­ვა გამ­ძლე­ო­ბი­თა და ხა­რის­ხით.

Macpower - ეს არის თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის, ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი.

ამ და სხვა პრემიუმ ბრენდების აკუმულატორების შეძენა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და Tegeta.shop-ზეა შესაძლებელი. მათ შერჩევაში მომხმარებელს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმომადგენლები დაეხმარებიან.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები