დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

24-01-2025 15:00:00

საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტი ზრდის. 2024 წელი ამ კუთხით რეკორდულია, რადგანაც წვენების ექსპორტი ბოლო 16 წლის მაქსიმუმზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 21,709.49 ათასი დოლარის ღირებულების 14,581.50 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა, 2023 წელს კი ექსპორტმა 12,572.90 ტონა შეადგინა, რაც 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

საქართველოში წარმოებული წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ა, სადაც 2024 წელს 3,132.97 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი დაფიქსირდა, რაც მთლიანად წვენების ექსპორტის 21%-ია.

საგულისხმოა ისიც, რომ წონის მიხედვით ხილისა და ბოსტნეულის წვენები ექსპორტში ლიდერი ქვეყანა აშშ-ა, ხოლო ღირებულებით ნაწილში გერმანია. გერმანიის ბაზარზე 2024 წელს საქართველოდან ჩატანილი 5,101.12 ათასი დოლარი ღირებულების წვენები გაიყიდა.

მაშ ასე, TOP 5 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის ასე გამოიყურება:

  • აშშ - 3,132.97 ტონა,
  • გერმანია - 3,088.11 ტონა,
  • ისრაელი - 2,344.14 ტონა,
  • ავსტრალია - 1,700.68 ტონა,
  • სომხეთი - 791.03 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები