დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი „გოგოების გაძლიერება სოციო-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ დაიწყო

ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი „გოგოების გაძლიერება სოციო-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ დაიწყო

23-08-2023 18:10:19

„გოგოების გაძლიერება სოციო-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გოგოების გაძლიერების 6-თვიანი პროექტი დაიწყო;

პროექტის მიზანია აამაღლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგოების ცნობიერება მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო აქტივიზმის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ;

„პროექტი ფარავს კახეთის რეგიონს (თელავი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, გურჯაანი);

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლე გოგოებისთვის თემატური ტრენინგების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების გაძლიერებას უკეთ გაუმკლავდნენ მიგრაციის, უმუშევრობის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონისა და გენდერული ძალადობის გამოწვევებს;

პროფესიონალებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მრავალფეროვან თემატურ მასალებზე ხელმისაწვდომობა და პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობა ხელს შეუწყობს პროექტში ჩართული მოსწავლე გოგოების შესაძლებლობების გაძლიერებას“, - ნათქვამია ფერმერთა ასოციაციის განცხადებში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები