დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს - ჯოზეფ ბორელი

დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს - ჯოზეფ ბორელი

27-08-2023 14:09:24

,,ზოგი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელი წერს.

 

"უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 რაუნდი დააწესა. ზოგი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთი წლის განმავლობაში მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული კურსი", - წერს ჯოზეფ ბორელი ბლოგში.

 

"ჩვენი შემზღუდველი ზომები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რომლებიც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას. 

ეს ზომები ახდენს მძიმე ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზის უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე", - ამბობს ბორელი. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები