დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში იმპორტირებული ბანანის 97%-ი ქვეყანაში ეკვადორიდან შემოდის

საქართველოში იმპორტირებული ბანანის 97%-ი ქვეყანაში ეკვადორიდან შემოდის

02-07-2024 16:00:00

ბანანის იმპორტი 31%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 22,890.82 ტონა ბანანი იყიდა, რაშიც 19,760.82 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ხუთ თვეში კი ქვეყანაში 15,998.89 ათასი დოლარის ღირებულების 17,447.81 ტონა ბანანის იმპორტი განხორციელდა. 

საქართველოსთვის ბანანის საიმპორტო ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ეკვადორია, რადგანაც სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში იმპორტირებული ბანანის 97%-ი.

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ბანანის იმპორტი სულ 9 ქვეყნიდან განხორციელდა. 

TOP-3 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ბანანი იყიდა

  • ეკვადორი - 19,193.35 ათასი დოლარი - 22,184.50 ტონა,
  • აშშ - 323.14 ათასი დოლარი  - 405.96 ტონა,
  • თურქეთი - 124.14 ათასი დოლარი - 164.92 ტონა.

ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობის ბანანი 2023 წელს მოიხმარა, რადგანაც სწორედ ამ წელს ფიქსირდება ქვეყანაში ბანანის იმპორტის რეკორდი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ სხვადასხვა საიმპორტო ქვეყნებიდან სულ 40,148.47 ტონა ბანანი იყიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 19,760.82 ათასი დოლარი გავიდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები