ლეგიტიმური ინტერესი ბიზნესის, რომ მან ოპერირება სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევით განახორციელოს, ჩვენს მიერ არის გაზიარებული, მაგრამ ის მინიმალური მოთხოვნები, რაც დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს ცხადია, რომ უნდა იყოს განხორციელებული,- ამბობს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ფერაძე განმარტავს, რომ შრომის ინსპექტირების სამსახური მჭიდრო კომუნიკაციაში როგორც ბიზნესთან ისე პროფკავშირებთან და ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ რეფორმა დიალოგის საფუძველზე მიიღება.
„ზოგადად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ქვაკუთხედი არის სოციალური დიალოგი. სოციალური დიალოგი მოიაზრებს, როგორც ბიზნესთან ასევე პროფკავშირებთან აქტიურ კომუნიკაციას და ჩართულობას. ჩვენ სამი მხარე ვჯდებით და ვმსჯელობთ თუ რა გამოწვევები აქვს სახელმწიფოს და რა არის საჭირო მეტი დაცულობისთვის, რომ უსაფრთხოება და შრომითი სტანდარტები ქვეყანაში იყოს ამაღლებული.
ამიტომ პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ რეფორმას ვიწყებდით გარკვეული გამოწვევები ნამდვილად არსებობდა. ბიზნესის მოლოდინები, ალბათ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე იყო არც თუ ისე კარგი, მაგრამ დღეის მდგომარეობით შეიძლება ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობა გაქვს ბიზნესთან, დასაქმებულებთან და კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ არის მიწოდებული, მსჯელობა გამართული და რაიმე მნიშვნელოვანი გამოწვევები ამ მიმართულებით არ ფიქსირდება. თუმცა ცხადია ნებისმიერ რეფორმა, ნებისმიერი საკანონმდებლო რეგულაცია მოითხოვს დამატებით ხარჯებს, ამიტომ აქ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დაბალანსებული იყოს ის პოლიტიკა, რომელსაც განვახორციელებთ. ლეგიტიმური ინტერესი ბიზნესის, რომ მან ოპერირება განახორციელოს ნაკლები ჩარევით სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს მიერ არის გაზიარებული, მაგრამ ის მინიმალური მოთხოვნები, რაც დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს ცხადია, რომ უნდა იყოს განხორციელებული და ეს ბალანსი მუდმივად არის შენარჩუნებული“, - აცხადებს ფერაძე.
უახლესი
8 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი