დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შრომით ურთიერთობებში ნებისმიერო ტიპის დისკრიმინაცია შრომის ინსპექციის საზედამხედველო სფეროა - ბექა ფერაძე

შრომით ურთიერთობებში ნებისმიერო ტიპის დისკრიმინაცია შრომის ინსპექციის საზედამხედველო სფეროა - ბექა ფერაძე

06-07-2024 00:40:00

შრომით ურთიერთობებში ნებისმიერო ტიპის დისკრიმინაცია შრომის ინსპექციის მანდატს წარმოადგენს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, 2 წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის 70-მდე შემთხვევის დაფიქსირება მოხდა.

„როდესაც ჩვენ კომპანიებს ვამოწმებდით რიგ შემთხვევებში აღმოვაჩინეთ, რომ დისკრიმინაციული ქმედებები იყო განხორციელებული, ეს იქნება ხელფასის თუ დამოკიდებულების მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზეც ჩვენ 2021 წლიდან ზედამხედველობას ვახორციელებთ არის წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციის აკრძალვა. მაგალითად, როდესაც ვაკანსია გამოქვეყნდება და მითითებულია გარეგნობის პარამეტრები, ან ასაკის შეზღუდვა. მაგალითად როდესაც წერია, რომ გვესაჭიროება დაცვის თანამშრომელი 40 წლამდე. ან თანამშრომელი კარგი გარეგნობით და ხდება პარამეტრების აღწერა. ცხადია, რომ ეს არის დისკრიმინაციული. თუ დამსაქმებელს ლეგიტიმური დასაბუთება არ აქვს ამ შემთხვევაში ჩვენ ვადგენთ დისკრიმინაციას. ასეთი დაახლოებით 70-მდე ქეისი იყო. ამ მიმართულებით აქტიურობა 2 წელია დავიწყეთ და თუ სტატისტიკას შევადარებთ კლების ტენდენცია ნამდვილად არსებობს და უკვე ხილულია. რომ შევიდეთ შესაბამის ვებგვერდებზე თვალსაჩინოა, რომ დისკრიმინაციული ვაკანსიები გამოქვეყნებული აღარ არის“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

მისივე განმარტებით, თუ კი მოქალაქეები მსგავს ფაქტებს გადააწყდებიან შეუძლიათ ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითაც მიმართონ შრომის ინსპექციის სამსახურს, ან მივიდნენ აღნიშნული სამსახურის ოფისებში, სადაც კვალიფიციურ კონსულტაციებს გაუწევენ.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები