დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

19-07-2024 18:25:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილეგიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტოარჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერგანხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს დაარაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონულიაპარატების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად ჩატარდეს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარპრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიაარჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

გიორგი კალანდარიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე გააცნოინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტის შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა კომპანიასმარტმატიკთანთანამშრომლობის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ელექტრონულიაპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით მოემსახურება. აღნიშნულ კომპანიას36 ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიას დეტალურად გააცნო საარჩევნო ელექტრონულისაშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებიც. მისი თქმით, 2023 წლის 1-ელ ოქტომბერსელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დააღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტისაერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V“- განახორციელა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა დაპროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოსკანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში იყო.

შეხვედრაზე ისაუბრეს დეზინფორმაციაზე როგორც გლობალურ გამოწვევაზე და მასთანგამკლავების გზებზე. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ კუთხით საქართველოსსაარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომა და პრაქტიკა გააცნო, რითაც უწყება საზოგადოებისთვისსწორი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნოსაკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემკიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისოსადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა დამომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნებისმთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტოარჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო. IRI-ის 20 გრძელვადიანიდამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელიქვეყნის მასშტაბით.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები