დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავას ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავას ყიდულობს

03-07-2024 10:00:00

ყავის იმპორტი 3%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 3,197.63 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებაც 14,391.28 ათასი დოლარი იყო. 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით კი იმპორტირებულია 3,096.30 ტონა ყავა, საერთო ღირებულებით 11,885.48 ათასი დოლარი.

ქვეყანაში იმპორტირებული ყავის 38%-ი ინდონეზიაზე მოდის, შესაბამისად ინდონეზიაა საქართველოში ყავის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავას ყიდულობს:

ინდონეზია - 1,209.30 ტონა,

ვიეტნამი - 824.98 ტონა,

რუსეთი - 328.72 ტონა,

გერმანია - 162.12 ტონა,

სომხეთი - 125.53 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყანამ 7,582.22 ტონა ყავა იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან 1%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წელს ქვეყანაში 7,660.00 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა. 


მსგავსი სიახლეები