წლიურ ჭრილში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 11%-ითაა გაზრდილი, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.7 პროცენტი).
სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (7.7 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);
რაც შეეხება განათლების მიმართულებას წლიურ ჭრილში ფასები გაზრდილია 3,8%-ით.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ივნისში 2023 წლის ივნისთან შედარებით ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.3 პროცენტი);
რაც შეეხება სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, აქ ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-3.0 პროცენტი), თევზეული (-1.9 პროცენტი);
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2024 წლის ივნისში 2023 წლის ივნისთან შედარებით ფასები შემცირდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მიმართულებით, საუბარია ფასებს 3,8%-იან კლებაზე, 3,3%-ით გაიაფდა ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა. ხოლო ფასების 2,2%-იანი კლებაა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის მიმართულებით. 1,5%-ითაა შემცირებული ფასები კავშირგაბმულობის ჭრილში, ხოლო ფასების 0,7%-იანი კლებაა დასვენება, გართობის მიმართულებით.
TOP-10 საკვები პროდუქტი, რომელიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი