2025 წლის ითებერვლის მოგვენებით, კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 1 902 ერთეული შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით 9%-იანი კლებაა, ხოლო 2024 წლის თებერვლის მაჩვენებლებთან 19%-იანი შემცირება. სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 083 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის თებერვალში 2 339 პრეტენზია.
თებერვალში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 582%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. ასევე, მხოლოდ თებერვალში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 263 პრეტენზია დაფიქსირდა.
პროდუქტის მიხედვით:
ავტო სესხი - 10
სამომხმარებლო სესხი - 263
მომენტალური განვადება - 50
ოვერდრაფტი - 16
საკრედიტო ბარათი - 73
სესხები ბინის რემონტისთვის - 0
იპოთეკური სესხი - 37
მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1111
შემნახველი/მოთხოვნამდე დეპოზიტი - 9
ვადიანი დეპოზიტი - 34
ზრდადი დეპოზიტი - 0
ბიზნეს სესხი - 58
ინტერნეტბანკი - 42
საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - 7
სალომბარდე სესხები - 6
სხვა - 186
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:
ადმინისტრაცია/მომსახურება - 429
მომსახურების საკომისიოები - 61
რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 2
საპროცენტო შენატანები - 30
სხვა გადასახდელები - 12
ტრანზაქციები - 952
ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 71
კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 3
თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 35
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 31
ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 182
ეთიკასთან დაკავშირებული - 23
პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 0
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #32/04 ბრძანების მოთხოვნის დარღვევა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე - 3
სხვა - 68
უახლესი
6 წუთის წინ
თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება1 საათის წინ
შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგლამენტზე მუშაობს