გიზიარებთ ბლოგს: 6 ივლისიდან ციხისძირის ტყეში, შუქურას აუზზე მუსიკალური საღამოების სერია იწყება, რომელსაც გუგა ხელაიას და ზუკა ყიფოს სეტები გახსნის; საზაფხულო სეზონის შესაფერის განწყობას კი ზღვისპირა ტყის ატმოსფერო და შუქურას ჯადოსნური სივრცე თავისთავადაც შექმნის. მუსიკალური საღამოების გარდა, 13 ივლისს დიდ ეკრანზე ევროპის ჩემპიონატის ფინალის ჩვენებაც მოეწყობა.
წელს შუქურაზე მსმენელს ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენელი – KORDZ-იც უმასპინძლებს და 13 ივლისს თავის ახალ ნამუშევრებს გაუზიარებს დამსვენებლებს. იქამდე კი მუსიკოსი გვიზიარებს თავის მუსიკალურ გამოცდილებას, ემოციებსა და მოლოდინებს:
,,ახალ მუსიკაზე შეუჩერებლად ვმუშაობ, თითქმის ყოველ კვირა ვწერ რაღაც ახალს, თუმცა ყველაფერს არ ვუშვებ. ალგორითმების სამყაროში მუსიკის გამოშვება არც ისე მარტივია, ბოლომდე არასდროს იცი, როგორ ,,ებრძოლო“ ალგორითმებს და შენი მუსიკა სწორ მსმენელამდე მიიტანო, ეს პროცესი მოტივაციასაც მაკარგვინებს ხოლმე, ამიტომ ხშირად ახალ ტრეკებს ლაივებისთვის ვინახავ“.
კორძმა ახლახან გამოაქვეყნა კომპოზიცია goodrhythm, რომელზე მუშაობაც 2018 წელს დაიწყო, თუმცა აქამდე მსმენელისთვის არ გაუზიარებია. მუსიკის გამოქვეყნების სურვილი სრულიად შემთხვევით ბრიტანელი მეგობრის ნახატმა გაუჩინა, რომელიც ტრეკს ძალიან მოუხდა.
როგორც თავად ამბობს, ლაივში დაკვრა სრულიად განსხვავებული ემოცია და გამოცდილებაა:
,,ლაივისთვის მომზადების პროცესში ბუნებრივად იქმნება ძველი მუსიკის ახალი ვერსიები. წინასწარ არასდროს ვიცი, ივენთისთვის რას დავუკრავ. ვამზადებ მონახაზს, რიტმებს, ჰარმონიას, მაგრამ სეტი საბოლოო სახეს ლაივშივე იღებს. დაკვრის ხასიათზე, ხანგრძლივობაზე და თანმიმდევრობაზე მოქმედებს მსმენელის განწყობა. აუდიტორიის მუხტისა და სეტის თანხვედრა გამოცდილებით მოდის, ბუნებრივად, ამისი პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, მსმენელთან ჩემი მუსიკით საუბარი შემიძლია“.
როგორც კორძი ამბობს, ელექტრონული მუსიკას მზე და ზაფხული ძალიან უხდება:
,,ელექტრონულ მუსიკას სტერეოტიპულად კლუბებში, ბნელ სივრცეებში ვუსმენთ. მე ბოლო პერიოდში შემიყვარდა მზე და დღის შუქზე დაკვრა, სულ სხვა მუხტი და ჰარმონია მოდის. ვფიქრობ, შუქურაში დაკვრა განსხვავებული და სასიამოვნო გამოცდილება იქნება ჩემთვის. წინასწარ ისევ არ ვიცი, რას დავუკრავ, თუმცა ბევრი სიახლე იქნება და მგონია, რომ კარგად გავერთობით“.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 6 ივლისს, ელექტრონული მუსიკის, მზის სხივებისა და ზღვის თანხვედრას. შუქურაში მეგობრებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებს დასამახსოვრებლად გაატარებთ.
შუქურასა და მუსიკალური საღამოების პარტნიორია SOLO, ბილეთების შესაძენად და დეტალების გასაგებად კი ეწვიეთ ბმულს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი